ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"არსი" უძველესი კომპლექსის მუცოს რეაბილიტაციის პროექტს მოამზადებს
01/08/2008


პრესრელიზი


1 აგვისტო, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის  
 

საკონტაქტო ინფორმაცია:
 
თიკო რატიანი
კომპანია ,,არსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 251904; 877461646; ელ.ფოსტა:
tiko@arci.ge
www.arci.ge
; www.georgianhouse.ge 



"არსი" უძველესი კომპლექსის მუცოს რეაბილიტაციის პროექტს მოამზადებს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 1 აგვისტო - კომპანია “არსი” ხევსურეთში უძველესი კომპლექსის მუცოს რეაბილიტაციის პროექტს მოამზადებს. ამის უფლება სამშენებლო კომპანიამ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მოიპოვა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადდა.

მუცო პირიქითა ხევსურეთში ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარე ნასახლარია ვერტიკალური ტერასული განაშენიანებით – 28 ციხე სიმაგრით, ოთხი საბრძოლო კოშკით, ვიწრო შუკებით, მცირე მოედნებითა და აკლდამა-სამაროვნებით.

კომპანია "არსმა" პროეტ "ქართული სახლის” ფარგლებში მუცოს, როგორც უძველესი კულტურული ძეგლის აღდგენაზე და პოპულარიზაციაზე საკუთარი დაფინანსებით მუშაობა "თიბისი" ბანკთან ერთად 4 წლის წინ დაიწყო. სწორედ მაშინ მოეწყო სამკვირიანი ექსპედიცია, რომლის განმავლობაშიც მუცოს კომპლექსის აზომვითი სამუშაოების ნაწილი შესრულდა, მოხდა ფოტო და ვიდეო ფიქსაცია.

წელს ამ მიმართულებით მუშაობა სახელმწიფომაც გააქტიურა. 23 აპრილს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში "კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება კომპანიამ "არსი" გაიმარჯვა. შედეგად, "არსის" სპეციალისტებთან ერთად ორიოდე დღის წინ მუცოში 10 დღიანი ექსპედიცია გაემგზავრა. ადგილზე სამუშაოებს არქიტექტორ-რესტავრატორები, კონსტრუქტორი, ხელოვნებათმცოდნე, ეკოლოგი, ტოპოგრაფთა ჯგუფი, გეოლოგი და სხვა სპეციალისტები ახორციელებენ.

"მიუდგომლობის გამო მუცომ, ისევე, როგორც პირიქითა ხევსურეთის სხვა კომპლექსებმა, ჩვენს დრომდე თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია. ამავე მიზეზების გამო, მასზე აღდგენითი სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა და უძველესი ნაშთები კატასტროფის პირასაა. ჩვენ წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ვცდილობდით ამ ძეგლის გადარჩენას. ახლა კი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის შედეგად შესაძლებელი გახდება მუცოს გადარჩენა. ჩვენთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საქმეა და გვეამაყება, რომ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ჩვენი სპეციალისტების მიერ მომზადდება" - აცხადებს "არსის" გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე.

ტენდერის პირობების შესაბამისად, კომპანია "არსი" მუცოს კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტს ნოემბრის ბოლომდე მოამზადებს, რაც გულისხმობს: ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას, კონსერვაციის და რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტისა და კომპლექსური პროგრამის შემუშავებას.


###

წაკითხულია: 8157